ევროპის საბჭოს ასამბლეის პარლამენტარი აფგან სადიგოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა, გერმანელმა დეპუტატმა ფრანკ შვაბემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
“აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი საქართველოში ს რეჟიმის მოთხოვნით უკანონოდ დააკავეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია. ის სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ. საქმეს ევროპის საბჭოს დამკვირვებელთა მისია განიხილავს,” – განაცხადა შვაბემ სოციალურ ქსელ X-ში.
Azerbaijani journalist Afgan Sadigov is being illegally detained in #Georgia at the request of Ilham Aliyev’s regime. His health is worrying. He must be released immediately. The Council of Europe observer mission will look into the case. @PACE_News @socpace — Frank Schwabe #FreeNahid (@FrankSchwabe) October 8, 2024
“დღეს აფგანმა ციხის საავადმყოფოდან დარეკა. ის მძიმე მდგომარეობაშია. მისი ხმა ძლივს ისმოდა. საუბრობს ჩახლეჩილი, წყვეტილი ხმით. აფგანმა განაცხადა, რომ ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მაგრამ სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობს. აფგანმა თქვა, რომ სასმელი წყლის გარდა არაფერს იღებს. ის დღეში 300 გრამ წყალსაც ძლივს სვამს. მისი თქმით, ის გააგრძელებს ბრძოლას საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებისთვის, თუნდაც ეს მისი სიკვდილით დასრულდეს. ასე ანადგურებს აზერბაიჯანული რეჟიმი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლებსა და მამაც ადამიანებს,” – ამბობს სადიგოვის მეუღლე, სევინჩ სადიგოვა.
თბილისში რამდენიმე თვის წინ დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას ცნობით, მისი ქმარი თბილისის იზოლატორში შიმშილობის შედეგად შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“დამირეკეს, მაგრამ არ ვიცი, ვინ იყო. მითხრა, ციხიდან ვრეკავ და თქვენი ქმარი ცუდად გახდაო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საერთოდ არ ვიცი, ახლა იქ რა ხდება. ისიც არ ვიცი, ცოცხალია ახლა ჩემი ქმარი თუ არა. არც კი ვიცი, რომელი საავადმყოფოა, მაგრამ ციხის თანამშრომელმა მითხრა, რომ ის გლდანში მდებარეობს”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრის დროს აფგან სადიგოვის მეუღლე, სევინჩ სადიგოვა.
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს, თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს.სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. -ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.დაკავების ვიდეო სოციალურ ქსელში ჟურნალისტის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ დაკავებას შეესწრნენ სადიგოვების არასრულწლოვანი შვილებიც. სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ ქართველი სამართალდამცველები „აზერბაიჯანელი დიქტატორის მითითებას ასრულებენ“.აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საჩივარი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმების შესახებ საქართველოს სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა.თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განაჩენით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
ორგანიზაციამ “უფლებები საქართველომ” საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 8 აგვისტოს გაასაჩივრა.
ორგანიზაციის ადვოკატებმა მოითხოვეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით საექსტრადიციო 3- თვიანი პატიმრობის ჩანაცვლებას 2000 ლარის ოდენობის გირაოთი.
სააპელაციო საჩივარს თან ერთოდა სადიგოვის განცხადება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართა საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით.
როგორც ამბობენ ორგანიზაციაში „უფლებები საქართველო“, რომელიც სადიგოვის ინტერესებს იცავს, „არსებობს ეჭვი, რომ ქართული მხარე სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას გამარტივებული წესით გეგმავს“.
ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ მისი საფუძველი პოლიტიკურია.
თბილისში ბაქოს მოთხოვნით დაკავებულ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ამ შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, იურისტ ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს.
აფგან და სევინჩ სადიგოვები, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში 2023 წლის ბოლოს ჩამოვიდნენ. მიმდინარე წლის 18 ივლისს აფგან სადიგოვი, თურქეთის გავლით, მესამე ქვეყანაში აპირებდა გადასვლას, თუმცა მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას უთხრეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც საქართველოდან წასვლა შეეძლო, აზერბაიჯანი იყო.
დაკავების წინა დღეს, 2 აგვისტოს, აფგან სადიგოვი, ადვოკატთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა, ომბუდსმენმა წუხილი გამოთქვა, რომ ჟურნალისტს საქართველოს დატოვება აეკრძალა და საკითხის გარკვევას დაჰპირდა.