ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი – მზია ამაღლობელისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა არაპროპორციულია, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაათავისუფლოს ის

ქართველი ჟურნალისტისთვის, მზია ამაღლობელისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა არაპროპორციულია, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაათავისუფლოს ის,- ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაჰერტი ავრცელებს.
„ქართველი ჟურნალისტისთვის, მზია ამაღლობელისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა არაპროპორციულია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხრივ სერიოზულ პრობლემებს აჩენს. ხელისუფლებისადმი ჩემს წინა მოწოდებას ვიმეორებ, გაათავისუფლონ ის და მოვუწოდებ მათ უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ თავისუფლად და არასაჭირო ჩარევის გარეშე მუშაობა, გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით”, – წერს ო’ფლაჰერტი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს