BestBrokers.com-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ევროპის მასშტაბით სახლის შეძენა ყველაზე ხელმისაწვდომი დანიაშია. ამის დასადგენად სახლების ფასი ადგილობრივების საშუალო შემოსავალს შეადარეს. კერძოდ, დანიაში 100 კვადრატული მეტრის ფართობის საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ფასი 114 წმინდა თვიურ ხელფასს უდრის.
აღსანიშნავია, რომ ამავდროულად, 2023 წელს დანიამ ევროკავშირში ყველაზე ძვირად ღირებული ქვეყნის სტატუსი მიიღო. ევროსტატის მიხედვით, საქონლისა და მომსახურების ფასები 43%-ით მეტი იყო ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე. საშუალო წლიური შემოსავლით კი ის ევროპაში მეშვიდე ადგილზეა.
ანგარიშის მიხედვით, რომელშიც ევროპის 34 ქვეყანაა განხილული, დანიის შემდეგ სახლის შეძენა ადგილობრივებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ირლანდიასა და შვედეთშია, შესაბამისად, 123 და 129 წმინდა თვიური ხელფასით (100 კვ.მ ფართობის სახლი). ეს დაახლოებით 10 წლის წლიურ ხელფასს უტოლდება.
ჩამონათვალში ბოლო ადგილზე ჩეხეთი და სლოვაკეთია. ამ უკანასკნელში 100 კვადრატული მეტრი სახლის საშუალო ფასი 297 საშუალო თვიურ ხელფასს უდრის, რომლის შოვნაც თითქმის 25 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
ვრცლად forbes.ge – ზე