ევროპის რომელ ქვეყანაში ღირს ბინები ყველაზე ძვირი?

უძრავი ქონების სააგენტო Deluxe Holiday Homes-ი, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, ევროპის ქვეყნებში ბინის შესყიდვის ღირებულებაზე კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წელს, წლიურ ჭრილში, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება ყველაზე მეტად სერბეთში გაიზარდა, თუმცა ბინები ყველაზე ძვირად შვეიცარიაში იყიდება – ამის შესახებ Euronews-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ყველაზე ძვირი ბინის ყიდვა შვეიცარიაში ჯდება, სადაც კვადრატული მეტრის ღირებულება, საშუალოდ, €18,781-ია. საყურადღებოა, რომ ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასიც შვეიცარიაშია, ისევე როგორც, ცხოვრების ღირებულება. ამასთან, ყველაზე ხელმისაწვდომი ფასი ბინებს საბერძნეთში აქვთ, სადაც კვადრატული მეტრის ღირებულება, საშუალოდ, €2,899-ია.
ვრცლად bm.ge – ზე