ევროპის რვა ლიდერი ალასკის სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ევროპის 8 ლიდერი (, ჯორჯია მელონი, ფრიდრიხ მერცი, ანტონიუ კოშტა, კირ სტარმერი, ალექსანდრ შტუბი, დონალდ ტუსკი და ) ალასკის სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

“დღეს დილით პრეზიდენტმა ტრამპმა ჩვენ და პრეზიდენტ ზელენსკის გაგვაცნო მისი და ს პრეზიდენტის, ს შეხვედრის დეტალები.

ევროპის ლიდერები მიესალმებიან პრეზიდენტი ტრამპის მცდელობას შეაჩეროს მკვლელობა ში, დაასრულოს რუსული ომის აგრესია და მიაღწიოს სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას.

როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა “შეთანხმება არ იქნება, სანამ შეთანხმება არ იქნება”

როგორც პრეზიდენტი ტრამპს აქვს გათვალისწინებული, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მოლაპარაკება პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომელსაც ის მალე შეხვდება.

ჩვენ ასევე მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად სამმხრივი სამიტისთვის ევროპის მხარდაჭერით.

ჩვენთვის ნათელია, რომ უკრაინას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რკინის უსაფრთხოების გარანტია და ეფექტურად დაიცვას მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა – ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტი ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვით ემზადება უსაფრთხოების გარანტია უკრაინას მიანიჭოს.

ნების კოალიცია მზად არის რომ აქტიური როლი ითამაშოს – არანაირი შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ან მესამე ქვეყნებთან მის თანამშრომლობაზე.

რუსეთს არ უნდა შეეძლოს დაადოს ევტო უკრაინის გზას.

უკრაინაზე იქნება დამოკიდებული მიიღოს გადაწყვეტილება მის ტერიტორიებზე – საერთაშორისო საზღვრები ძალისმიერად არ უნდა შეიცვალოს.

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება – ჩვენ მოწოდებულები ვართ, რომ გავაკეთოთ უფრო მეტი, რომ უკრაინა ძლიერი დარჩეს იმისთვის, რომ მივაღწიოთ ბრძოლის დასასრულს და გვქონდეს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა.

თუ უკრაინაში მკვლელობები გაგრძელდება, ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ წნეხი რუსეთზე – ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების გაძლიერებას და მივიღებთ უფრო დიდ ეკონომიკურ ზომებს, რათა რუსეთის ომის ეკონომიკა წნეხის ქვეშ მოვაქციოთ.

უკრაინას შეუძლია ენდოს ჩვენს ურყევ სოლიდარობას ჩვენი მუშაობის პარალელურად უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინტერესების მიმართ”. – წერია განცხადებაში.