ევროპის რეაქცია არ შეესაბამება იმის მნიშვნელობას, რაც საქართველოში ხდება – სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას

ევროპის რეაქცია არ შეესაბამება იმის მნიშვნელობას, რაც საქართველოში ხდება – ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას
ევროპის რეაქცია არ შეესაბამება იმის მნიშვნელობას, რაც საქართველოში ხდება, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ევროპისა და ევროკავშირის რეაქცია ძალიან ჩუმი იყო. თითქმის ერთი წლის წინ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, დღეს იმავე ქვეყანას ს ორბიტისკენ მიათრევენ, ავტორიტარული ტაქტიკის საცდელ მოედნად აქცევენ და ევროპის რეაქცია არ შეესაბამება იმის მნიშვნელობას, რაც ხდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, მხოლოდ ქართული პოლიტიკური კრიზისი არ არის და ევროპული გამოწვევის ნაწილსაც წარმოადგენს.
„ეს გამოწვევაა ლიბერალური დემოკრატიისთვის, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში. თუკი საქართველოში დემოკრატია შეიძლება განადგურდეს ერთ წელიწადში, სამი ათწლეულის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერის შემდეგ, მაშინ რას ამბობს ეს დემოკრატიის მდგრადობაზე? თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, ჩვენ სიგნალს ვგზავნით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტია და ავტოკრატებს შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ, თუ ისინი იმოქმედებენ. ქართველები წინააღმდეგობის გაწევისთვის მზად არიან“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.