ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია: თუ უსამართლოდ სანქცირებული ჟურნალისტს დაუყოვნებლივ არ დააბრუნებენ პოსტზე, საზ.მაუ უნდა გაირიცხოს ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან

ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც ამხილეს მზია ამაღლობელის დაკავების სუსტი გაშუქება მაუწყებლის ბორდის შეხვედრაზე. შეხვედრა გაიმართა რედაქციული დამოუკიდებლობისა და საზ.მაუს შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების დაძაბულობის ფონზე.
“შეხვედრის დროს, ცნობილმა ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა გააკრიტიკა საზ.მაუს ბორდის თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის, (წარსულში “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარის მოადგილე) პოლიტიკური ჩარევა სარედაქციო გადაწყვეტილებაში. ვასილ ჩიქოვანმა სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს. “საზ.მაუმ გაკვრით ახსენა მისი დაკავების ამბავი ახალი ამბების ბლოკში” – თქვა მან, რითაც ხაზი გაუსვა საზ-მაუს ვალდებულებას ხელი შეუწყოს საჯარო დისკუსიას ამ საქმეზე. საზ.მაუს სატელევიზიო წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა ასევე გამოუცხადა სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს და დაამატა რომ საზ.მაუმ სრულად უნდა გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი.
სამაგიეროს გადახდის ნიშნად, 4 თებერვალს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს არ მიეცა საშუალება წაეყვანა თავისი საინფორმაციო პროგრამა. ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია ამ აკრძალვას მიიჩნევს მიუღებლად, ცენზურის გამოყენებად, და პოლიტიკურ ჩარევად. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპის მაუწყებელთა კავშირს რომ ჩაერიოს”, – აცხადებს EFJ-ს გენერალური მდივანი რიკარდო გუტიერეზი. “თუ უსამართლოდ სანქცირებული ჟურნალისტს დაუყოვნებლივ არ დააბრუნებენ პოსტზე, საზ.მაუ უნდა გაირიცხოს ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან(EBU)”.
ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მოახდინოს მაქსიმალური ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა შეწყდეს ჟურნალისტების დევნა და გათავისუფლდნენ მზია ამაღლობელი და ყველა სხვა სინდისის პატიმარი.