ევროპის ქვეყნებში პოლიტიკური კრისიზია. არაერთ სახელწიფოში გამოსვლები და საპროტესტო აქციები უკვე ყოველიურად ამბად იქცა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნის ლიდერები საქართველოს მთავრობას პოლიტიკას და გადადგმულ ნაბიჯებს უწუნებენ. საინტერესოა, რა გამოწვევები იქნება 2025 წელს მსოფლიოში ეკონომიკური კუთხით და რა გავლენას იქონიებს საქართველოზე.
ევროპის სახელმწიფოებში 2025 წელი პოლიტიკური კრიზისით დაიწყო. ქვეყნებში სხვადასხვა სახის პრობლემებმა იჩინა თავი, რამაც ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობის პირის სკამი შეიწირა. თანამდებობიდან გადადგა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და 24 მარტამდე პარლამენტის მუშაობაც შეჩერდა.
პრობლემებია სამხეთ კორეშიც. 14 დეკემბერს პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. მას შემდეგ ქვეყანაში გამოსვლებია. სეულში აქციებს პრეზიდენტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები მართავენ.
გერმანიაშიც კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების” წევრი კრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები”, „მწვანეები” და „თავისუფალი დემოკრატები” შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა და ვადამდელი არჩევნებიც დაინიშნა.
ავსტრალიაში კი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა და კანცლერი გადადგა.
მორიგი სამთავრობო კრიზისი აქვს საფრანგეთს. საპრეზიდენტო არჩევნები გაუქმდა რუმინეთში. ესპანეთის მთავრობა კი ბიუჯეტს ვერ ამტკიცებს.
ასეთი სიტუციის ფონზე მსოფლიოს ეკონომიკას შესაძლოა, პრობლემები შეექმნას, რასაც ეკონომისტები ვარაუდობენ კიდეც. ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე მიიჩნევს, რომ ევროპის ქვეყნებში დაწყებული კრიზისი გლობალურია, რაც ყველას შეეხება, თუმცა საქართველოს 90-აინი წლების გამოცდილება აქვს, რისი გათვალისწინებითაც გაუცნობიერებელი ნაბიჯების გადადგმა არ მოხდება.
„ეს პრობლემები არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური ან სოციალური შინაარსის. აქ ყველაფერი ერთმანეთში გადახლართული, ვინაიდან 2008 წელს დაწყებული კრიზისი არსად წასულა, ის ისევ გრძელდება და უფრო და უფრო მძაფრდება. რამდენიც არ უნდა სცადონ კრიზისის ხელოვნური მეთოდებით გაუმკლავდნენ, როგორიცაა მაგალითად, ფულის დაბეჭვდვა და დამატებითი ფულის მასის მიმოქცევაში გაშვება, ყურადღების გადატანა კონფლიქტებზე და ა.შ. ამით ვითარება ვერ გამოსწორდება. მას მხოლოდ სისტემური ღონისძიებები მოაგვარებს, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა ამის აუცილებლობა დგას და საბოლოოდ დაიწყება კიდეც.
რაც შეეხება გამოსვლებს ევროპის დედაქალაქებში, ეს ყველაფერი განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოიკვეთა, თუმცა დაიწყო გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან. ეს ყველაფერი არის ამ ქვეყნებში დაგროვებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გამოძახილი. საპროტესტო აქციები მისი გამოხატულებაა.
ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმის მაჩვენებელია, რომელიც მოითხოვს გლობალურ გადაწყობას და სისტემურ ცვლილებებს, რაც არავის, მათ შორის საქართველოსაც, არ ასცდება. თუმცა, ჩვენ, სხვებისგან განსხვავებით, გვაქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება, 90-იან წლებში მიღებული და მისი გათვალისწინებით ბევრი რამის თავიდან არიდება შეგვიძლია, თუკი სისულელეებს არ ჩავიდენთ”, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.
კიდევ ერთი ეკონომისტი, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ თუ საქართველოში იქნება ეკონომიკური პრობლემები, ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიგნით შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო.
„ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში იქნება ესპანეთი, გერმანია, ავსტრია, ნიდერლანდები თუ საფრანგეთი, პრობლემებია. ზოგან მთავრობა ვერ ყალიბდება, ზოგან ეკონომიკური კრიზისის ნიშნებია. ყველაფერი უკვე მარტიდან გამოიკვეთება. საკითხი ისე არ დგას, რომ ევროპის ქვეყნების კრიზისი საქართველოზეც გავრცელდება და ამ კუთხით სიტუაცია დაგვიმძიმდება. საქართველოში თუკი დაიწყება ეკონომიკური კრიზისი და შენელდება სამშენებლო სექტორი, ტურიზმი და ადგილობრივი წარმოება, ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიგნით შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის გამო.
საქართველოში კრიზისი უფრო მეტად გამოიწვია იმან, რომ ძალაუფლებას ებღაუჭება არაკვალიფიციური კადრი. კარგი იქნებოდა, რომ „შუა” არ გაკრეფილიყო და მოსახეობას არჩევანი ჰქონოდა კარგსა და საუკეთესოს შორის. მე შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ საქართველოში რაიმე გადატრიალება მოხდება და ხელისუფლება ძალადობრივად შეიცვალება, რადგან ოპოზიციის მიმართ მოსახლეობაში არ არის იმდენი მხარდაჭერა, რომ მათ ეს შეძლონ.
ამავე დროს, ეს დაუმთავრებელი ძიძგილაობა კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას ეკონომიკური კუთხით. ინვესტიციები შემცირებულია 55%-ით და ეს გაგრძელდება. სამშენებელო სექტორში სავალალო მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის, მაგრამ შენებულია მშენებლობის ტემპი, ბინების რეალიზაციის მოცულობა დაკლებულია, თუმცა ფასი დაბლა არ იწევს, შეიძლება მხოლოდ 5-7%-ით იყოს გაიფებული.
ეს ყველაფერი, იანვრის ბოლოდან აისახება ლარის კურსზე. მიუხედავად ეროვნული ბანკის დიდი მცელობებისა, კურსი 2.80-ს დაბლა ვერ ჩამოდის. ჩვენი პროგნოზიც ასეთი იყო, რომ შესაძლოა, იანვირის ბოლოდან კურსმა გადაინაცლოს ცოტათი ზევით, მანამდე კი, ძირითადად, 2.78-2.83-ის შუალედში იტრიალებს”, – ამბობს ნიკა შენგელია.
წყარო: რეზონანსი