ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტი ცხრა ლიდერს ესაუბრა, მათ შორის:
· ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს;
· ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს;
· პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას;
· მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუს;
· პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ მარსელუ რებელუ დი სოს;
· ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს;
· ს რესპუბლიკის პრეზიდენტ ალარ კარისის;
· ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდრ დე კროს;
· შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ულფ კრისტერსონს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი 7 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. მასში საქართველოდან პრემიერ-მინისტრი, ირაკლი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბშვილმა, ასევე განაცხადა, რომ ევროპას უნდა ჰქონდეს “მკაფიო და მდგრადი პოლიტიკა” საქართველოსთან მიმართებით.
“მთელი ევროპა ერთხმად ამბობს, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ხელში. პირველი გამოწვევა საქართველოა: ევროპას უნდა ჰქონდეს მკაფიო და მდგრადი პოლიტიკა და არ მიიღოს ს მიერ დემოკრატიისადმი მხარდაჭერლი გამოწვევები”, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები იქნება.
კობახიძესთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ფორუმი