ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტი 2026 წელს სომხეთში გაიმართება

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტი 2026 წელს სომხეთში გაიმართება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა.
„ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი სომხეთში 2026 წლის გაზაფხულზე გაიმართება. ჩემთვის დიდი პატივია, მივესალმო ევროპის პოლიტიკური საზოგადოების ლიდერებს ჩვენს ქვეყანაში და მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერის ინფორმაციითვე, 2028 წელს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი აზერბაიჯანში გაიმართება.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატი შეიქმნა 2022 წელს, როგორც პლატფორმა ლიდერებისთვის ევროკავშირის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რათა შეხვდნენ და განიხილონ საერთო გამოწვევები. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ბოლო, მეექვსე სამიტი 2025 წლის მაისში ალბანეთში გაიმართა, ხოლო მომდევნო, მეშვიდე სამიტი წლის ბოლოს ში იგეგმება.
1tv.ge