ევროპის პირველობა ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში დასრულდა

მონტე-კარლოში დასრულდა ევროპის პირველობა ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში.
ქართველ მოჭადრაკეები მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ლიდერთა შორის იმყოფებოდნენ და საპრიზო სამეულისთვის იბრძოდნენ. საბოლოოდ, ჩვენებიდან საუკეთესო შედეგი ნინო ბაციაშვილმა აჩვენა.
ნინომ, 11-იდან 8 ქულით V ადგილი დაიკავა.
სულ ჩემპიონატში 26 ქვეყნის 116 მოჭადრაკე მონაწილეობდა და შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართა.
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
· ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია) – 9 ქულა
· ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) – 8,5 ქულა
· ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) – 8,5 ქულა
· კლაუდია კულონი (პოლონეთი – 8,5 ქულა
· ნინო ბაციაშვილი (საქართველო) – 8 ქულა
*********
· ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) – 7 ქულა
· სოფიო გვეტაძე (საქართველო) – 7 ქულა
· ინგა ჭარხალაშვილი (საქართველო) – 6,5 ქულა
· ინგა ხურცილავა (საქართველო) – 6 ქულა
· ნონა გაფრინდაშვილი(საქართველო) – 6 ქულა
· ლელა ჯავახიშვილი (საქართველო) – 5,5 ქულა