ევროპის მოქალაქეებს ძალიან მძლავრი სიგნალი გავუგზავნეთ, რადგან გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება – შარლ მიშელი

საქართველოსთვის ევროკავშირის კარი გაიღო. ჩვენმა ქვეყანამ, კანდიდატის სტატუსი მიიღო. ისტორიული თარიღი ჩაწერილია, წევრი სახელმწიფოების საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი.
დახურულ კარს მიღმა თითქმის 4 საათიანი მსჯელობის შემდეგ, ევროკავშირის 27 სახელმწიფოს გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის “ტვიტით” გახდა ცნობილი. საქართველო მეცხრე ქვეყანაა, რომელსაც სტატუსი მიანიჭეს.
შემდეგი ეტაპი, 9 დათქმის შესრულება და გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის მზადება იქნება. ოფიციალური ბრიფინგი ბრიუსელში ჯერ არ გამართულა, თუმცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მედიასთან შეაჯამა.
“დღეს, ჩვენ, ევროპის მოქალაქეებს ძალიან მძლავრი სიგნალი გავუგზავნეთ, რადგან გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, სა და მოლდოვასთან გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბარი. რაც შეეხება ბოსნია-ჰერცოგოვინას აქ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ მომდევნო კვირებში მოლაპარაკებებს დავიწყებთ და კომისია ანგარიშს გამოსცემს გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის ისტორიული მომენტი, ისტორიული ევროპული საბჭო. საბჭო გააგრძელებს მუშაობას დღის წესრიგის სხვა მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორისაა საგარეო საკითხები, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარება”, – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში სამიტი გრძელდება. დღეს მეორე დღეა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე – მივიღე შემოთავაზება, ჩემი კუთხისთვის მემსახურა, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა – გაგრძელდება ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობა, წყლის სისტემების განახლება, სასოფლო შიდა გზების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მთავარია, ყოველწლიური განახლება ტურისტული სეზონისთვის

გუშინწინდელმა შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა – საქართველო დავალებებს აღარ იღებს

მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა