ევროპის მომავალი, უსაფრთხოება და სტაბილურობა უკრაინის თავდაცვაზეა დამოკიდებული – ბორელი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართა ბრიუსელში, 11 დეკემბერს. საბჭოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა.
საბჭოს შემდეგ, სანამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართებოდა, რომელშიც სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები იღებდნენ მონაწილეობას, პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის მომავალი, უსაფრთხოება და სტაბილურობა იმაზეა დამოკიდებული, როგორ დაიცავს თავს .
“უკრაინამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. ისინი იბრძვიან ომში და ბევრს მუშაობენ რეფორმების განსახორციელებლად ევროპის კავშირში გაწევრიანებისთვის. გასულ ღამესაც დაესხა თავს უკრაინას, მიზანში კვლავ იღებენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ინფრასტრუქტურას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუშალოთ პუტინს, მიაღწიოს თავის მიზნებს და განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა. გარდა სამხედრო თვალსაზრისით მხარდაჭერისა, უნდა ვიმუშაოთ გრძელვადიანი დაფინანსების გეგმაზეც. დღეს მინისტრების უმრავლესობა ნათლად შევთანხმდით, რომ ახლა არ არის უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შემცირების დრო. პირიქით, ახლა დროა, რომ გავზარდოთ და ავასწრაფოთ ჩვენი მხარდაჭერა. ამისთვის ერთიანები უნდა დავრჩეთ”, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს