ევროპის მომავალი აუცილებლად ვაშინგტონში ან მოსკოვში არ უნდა გადაწყდეს — მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიმართა ერს და თქვა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს ახალი ერისთვის, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების იმედად აღარ ექნება.
„თქვენ ლეგიტიმურად შეშფოთებული ხართ იმ ისტორიული მოვლენებით, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, რომელიც არღვევს მსოფლიო წესრიგს. ომი ში, რომლის შედეგადაც თითქმის მილიონი დაიღუპა და დაშავდა, გრძელდება იგივე ინტენსივობით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩვენმა მოკავშირემ, შეიცვალა პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით — ნაკლებად უჭერს მხარს უკრაინას და ტოვებს ეჭვებს მომავალზე. ამავე დროს, იგივე ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს საბაჟო ტარიფების დაწესებას ევროპულ პროდუქციაზე. სამყარო აგრძელებს სულ უფრო სასტიკი ხდება და ტერორისტული საფრთხე არ სუსტდება. საერთო ჯამში, ჩვენი კეთილდღეობა და უსაფრთხოება უფრო გაურკვეველი გახდა. უნდა ითქვას, რომ ახალ ერაში შევდივართ“, — განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მან თქვა, რომ ევროპა სწორად მოიქცა, როდესაც ამ ომში უკრაინის მხარდაჭერა და სთვის სანქციების დაწესება გადაწყვიტა.
„უკრაინელი ხალხი გაბედულად იბრძვის არა მხოლოდ თავისი თავისუფლებისთვის, არამედ საფრთხეშია ჩვენი უსაფრთხოებაც. მართლაც, თუ ქვეყანას შეუძლია დაუსჯელად შეიჭრას თავის მეზობელ სახელმწიფოში ევროპაში, მაშინ ვერავინ ვერაფერში იქნება დარწმუნებული, უძლიერესთა კანონი მოქმედებს და მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე. ისტორიამ ეს გვასწავლა“, — თქვა მან.
მაკრონმა ხაზი გასვა, რომ უკრაინის მიღმა, რუსული საფრთხე არსებობს და გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე და რუსეთმა უკრაინის კონფლიქტი უკვე გლობალურ კონფლიქტად აქცია.
„პრეზიდენტ პუტინის რუსეთი არღვევს ჩვენს საზღვრებს ოპონენტების მოსაკლავად, მანიპულირებს არჩევნებში რუმინეთში, მოლდოვაში… აწყობს კიბერ თავდასხმებს ჩვენი საავადმყოფოების წინააღმდეგ, რათა დაბლოკოს მათი მუშაობა. რუსეთი სოციალურ მედიაში გავრცელებული სიცრუით ცდილობს ჩვენი მოსაზრებების მანიპულირებას. და ამოწმებს ლიმიტებს. ის ამას აკეთებს ჰაერში, ზღვაზე, კოსმოსში და ჩვენი ეკრანების მიღმა. ამ აგრესიულობას, როგორც ჩანს, საზღვრები არ აქვს და რუსეთი, ამავდროულად აგრძელებს ხელახლა შეიარაღებას და ამ მიზნით ხარჯავს თავისი ბიუჯეტის 40%-ზე მეტს“, — განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, 2030 წლისთვის რუსეთი გეგმავს, 300 000-მდე გაზარდოს ჯარი, ჰყავდეს 3 000 ტანკი და 300-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავი.
„ვის შეუძლია დაიჯეროს, რომ ამ ვითარებაში დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება?“ — იკითხა მაკრონმა და დასძინა, რომ რუსეთი მომდევნო წლების განმავლობაში საფრთხეა საფრანგეთისთვის და ევროპისთვის.
„დარწმუნებული ვარ, გრძელვადიან პერსპექტივაში მშვიდობა დამყარდება ჩვენს კონტინენტზე რუსეთთან ერთად, რომელიც კვლავ გახდება მშვიდობიანი. მაგრამ ახლანდელი სიტუაცია არის, რომელსაც მე აღგიწერეთ და ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ მას. საფრთხის ამ სამყაროს წინაშე მაყურებლად დარჩენა სიგიჟე იქნებოდა“, – განაცხადა მაკრონმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა შეფერხების გარეშე, გადაწყვეტილების მიღება უკრაინისთვის, ფრანგების უსაფრთხოებისთვის და ევროპელების უსაფრთხოებისთვის.
ყველა ინიციატივა, რომელიც უკრაინაში მშვიდობას უწყობს ხელს, მაკრონის თქმით, სწორი მიმართულებით მიდის.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელების დახმარება წინააღმდეგობის გაწევაში მანამ, სანამ ისინი არ შეძლებენ რუსეთთან მყარი მშვიდობის მოლაპარაკებას საკუთარი თავისთვის და ჩვენთვის ყველასთვის. ამიტომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა ვერ გაივლის უკრაინის მიტოვებაზე. პირიქით. მშვიდობის მიღწევა არ შეიძლება ნებისმიერ ფასად და რუსეთის დიქტატის ქვეშ. მშვიდობა არ შეიძლება იყოს უკრაინის კაპიტულაცია. მშვიდობა ვერ იქნება უკრაინის დაცემა და მყიფე ცეცხლის შეწყვეტა. რატომ? რადგან იქაც წარსულის გამოცდილება გვაქვს. რუსეთმა შეიჭრა უკრაინაში 2014 წელს, ჩვენ მოვახერხეთ მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკში. და იგივე რუსეთი არ სცემდა პატივს ამ ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ ვერ შევძელით ბალანსის შენარჩუნება მყარი გარანტიების არარსებობის გამო. დღეს ჩვენ სიტყვაზე ვეღარ ვენდობით რუსეთს. უკრაინას აქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების უფლება“, — განაცხადა მაკრონმა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მუშაობს ბრიტანეთთან, გერმანიასთან და რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყანასთან კონტინენტის უსაფრთხოების საკითხებზე და ვალდებულებები გამყარებაზე, რომლებიც აუცილებელია უკრაინისთვის. მისი თქმით, საჭიროა უკრაინის მომზადება, რათა მშვიდობის გაფორმების შემდეგ რუსეთი ისევ ვერ შეიჭრას მეზობელ სახელმწიფოში. ეს, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უდავოდ მოიცავს უკრაინის არმიის მხარდაჭერას დროთა განმავლობაში; შესაძლოა, გულისხმობს ევროპული ძალების განლაგებას არა საბრძოლველად, არამედ მშვიდობის გარანტირებისთვის.
„და მე მინდა მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები დაგვიდგება გვერდით, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, თუ ასე არ მოხდა. უკრაინაში მშვიდობა სწრაფად მიიღწევა თუ არა, ჩვენ უფრო მეტად უნდა აღვიჭურვოთ, გავაძლიეროთ თავდაცვა შეკავებისა და მშვიდობისთვის. ჩვენ ვრჩებით ერთგულნი ნატოსა და ჩვენი პარტნიორობისა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ მეტი უნდა გავაკეთოთ და გავაძლიეროთ ჩვენი დამოუკიდებლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. არაა აუცილებელი, ევროპის მომავალი ვაშინგტონში ან მოსკოვში გადაწყდეს“, — განაცხადა მაკრონმა.
ს თქმით, 6 მარტს, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნება რამდენიმე გადაწყვეტილება, მათ შორის, წევრს ქვეყნებს შეეძლებათ, გაზარდონ სამხედრო ხარჯები დეფიციტში გათვალისწინების გარეშე; გამოიყოფა ერთობლივი დაფინანსება სამხედრო წარმოებაზე და შესყიდვაზე.
მაკრონმა დააანონსა რეფორმები და ახალი ინვესტიციები თავდაცვის სფეროში.
მაკრონის თქმით, ევროპა ასევე უნდა მოემზადოს ამერიკული ტარიფებისთვის: „ეს გაუგებარი გადაწყვეტილება, როგორც ამერიკის ეკონომიკისთვის, ასევე ჩვენისთვის, ექნება შედეგები ჩვენს ზოგიერთ სექტორზე და ჩვენგან უპასუხოდ არ დარჩება“, — განაცხადა მაკრონმა, თუმცა -ის პრეზიდენტის დარწმუნების იმედი დაიტოვა.
„ევროპას აქვს ეკონომიკური სიძლიერე, ძალა და ნიჭი, რომ გაუმკლავდეს სიტუაციას“, — დასძინა მაკრონმა.