„ევროპის მოედანზე“ მოქალაქეები შეიკრიბნენ ლოზუნგით: „დაასანქცირე ქართული ოცნება“.
აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ბანერები, რომლითაც დასავლეთის ქვეყნებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სანქცირებას ითხოვდნენ.
ასევე, ისინი აშშ-ს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს მადლობას უხდიან ყველაფრისთვის და სთხოვენ გააგრძელოს საქართველოს დახმარება.
შეკრებილები მოგვიანებით, მსვლელობას გამართავენ პარლამენტამდე.
