ევროპის მმართველი ქვეყნების ლიდერებმა წააგეს ევროპარლამენტის არჩევნებში, იმიტომ, რომ მათი პოლიტიკა რეალურად არ ასახავს თავიანთივე ქვეყნების ინტერესებს

„ყოველდღიურად ევროპის დიდი ქვეყნების ლიდერები გვაკრიტიკებენ, არადა თავიანთ ქვეყნებში უფრო მეტი და სერიოზული პრობლემები აქვთ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის ს შედეგებმა ცხადყო, რომ ევროპის ლიდერი ქვეყნების ხელისუფლებებისგან განსხვავებით ხალხი პირველ ადგილზე საკუთარი ქვეყნების ინტერესებს აყენებენ.
„ხალხის ძალასა და არჩევანს ვერცერთი გაერთიანება ვერ შეეწინააღმდეგება. ვერც ვიღაცის გარედან ნათქვამი უარი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით იქნება გადამწყვეტი. ყოველდღიურად ევროპის დიდი ქვეყნების ლიდერები გვაკრიტიკებენ, არადა თავიანთ ქვეყნებში უფრო მეტი და სერიოზული პრობლემები აქვთ. ეს ევროპარლამენტის არჩევნებმაც დაგვანახა. გამოჩნდა რომ გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ავსტრიაში და იტალიაში ხალხი თურმე ისე არ ფიქრობს, როგორც მათი ხელისუფლება. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ მაკრონს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოუწია, შოლცმა კი სრული კრახი განიცადა, ევროპარლამენტარები, რომლებიც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ და გვიპირისპირდებოდნენ საერთოდ ვერ მოხვდნენ ევროპარლამენტში. ასე რომ დიდი ტურბულენტობის მოლოდინშია ევროპა და მსოფლიო.
ში მიმდინარე ომი დიდ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს. უკვე ყველა მიხვდა, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესი უნდა დააყენონ პირველ ადგილზე. სხვა საშუალებას თავად ხალხი არ მისცემთ. ეს თვალნათლივ გამოჩნდა ევროპარლამენტში გამართული არჩევნების შედეგების შემდეგ. ევროპის მმართველი ქვეყნების ლიდერებმა წააგეს, იმიტომ რომ მათი პოლიტიკა რეალურად არ ასახავს თავიანთივე ქვეყნების ინტერესებს,“ – განაცხადა დავით კაჭარავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე, ეს ფაქტი და მოცემულობაა, ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები

წინასწარ იყო დაგეგმილი არჩევნების ლეგიტიმაციის ყალბი კამპანია და ოპოზიცია დღემდე არის ამ ჩაკეტილ წრეში ჩარჩენილი, თუ დააღწევენ თავს ამ ჩაკეტილ წრეს, უკეთესია ოპოზიციისთვის, თუმცა, მგონია, რომ ამ წრეში დარჩებიან

ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, ის ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას თვითმმართველობის არჩევნებზე