ევროპის ლიდერები ზელენსკის თეთრ სახლში დაელოდებიან

სხვა ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში დაელოდებიან უკრაინის პრეზიდენტ ს მისვლას, რომელსაც -ის პრეზიდენტი დასავლეთ ფრთის შესასვლელთან დახვდება.
„ბიბისის“ ცნობით ეს უჩვეულო ვითარებაა, რადგან, როგორც წესი ქვეყნების ლიდერები თეთრ სახლში დასავლეთი ფრთის შესასვლელიდან შედიან, სადაც მათ ხვდებათ ხოლმე მსოფლიოს პრესა და -ის სამხედრო მოსამსახურეები დროშებით. ამჯერად კი ევროპელი ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით მიდიან თეთრი სახლის სამხრეთი ფრთის მხრიდან და იქ მოიცდიან.
ადგილზე მყოფი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ადგილზე შეხვედრას გაცილებით მეტი ადამიანი ელოდება, ვიდრე ეს ოდესმე მომხდარა, მათ შორის ზელენსკის პირველი ვიზიტისას და ს იანვარში ვიზიტის დროს.
ოვალურ კაბინეტში ორი ლიდერის შეხვედრის დაწყებას მედიაც დაესწრება. ზელენსკისა და ტრამპს შორის თებერვალში ჩატარებული ბოლო შეხვედრა დაპირისპირებით დასრულდა.
ევროპელები შიშობენ, რომ ტრამპისა და ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ალასკაში შეხვედრის შემდეგ, უკრაინის ლიდერს აიძულებენ ტერიტორიის ნაწილები სთვის გადასცეს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის სანაცვლოდ.
ვაშინგტონში მოსალაპარაკებლად ჩასულები არიან ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე და ევროპელი ლიდერები, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი , იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი