ევროპის ლიდერები და ზელენსკი ტრამპს პუტინამდე დაელაპარაკებიან

-ის პრეზიდენტის, ს და ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ალასკაში შეხვედრამდე ორი დღით ადრე ტრამპთან სატელეფონო საუბარს გამართავენ ევროპის ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი, . ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Bloomberg-ი, გერმანიის კანცლერის პრეს-მდივანზე, სტეფან კორნელიუსზე დაყრდნობით.
მისი თქმით, საუბარში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, , დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი, ასევე იტალიის, პოლონეთისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრები.
საუბრისას განიხილავენ “რუსეთზე ზეწოლის მოხდენის სამომავლო ვარიანტებს”, ასევე შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადებას, და “ამასთან დაკავშირებული ტერიტორიული პრეტენზიებისა და უსაფრთხოების საკითხებს”, იუწყება არხი “ნასტოიაჩშეე ვრემია”.
გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ს და ევროპას აქვთ ომის დასრულების თავისი გეგმა, რომლის თანახმადაც სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთვის ნებისმიერი ნაბიჯი უნდა გადაიდგას ცეცხლის სრულად შეწყვეტის შემდეგ, ტერიტორიათა გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ორმხრივ საფუძველზე, ტერიტორიული დათმობების შემთხვევაში მ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მყარი გარანტიები, ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობის ჩათვლით.
პუტინის და ტრამპის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაშია დანიშნული.
ფორუმი