ევროპის ზოგიერთ ქვეყანას სითბური ტალღა დაატყდა თავს

გუშინ სერბეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში მოსალოდნელია სითბური ტალღა, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდება.
ტემპერატურა, სავარაუდოდ, 41 გრადუსს მიაღწევს. ისინი მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან ასეთმა ამინდმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას როგორც ადამიანების, ისე ცხოველების ჯანმრთელობას. მეტეოროლოგიურ სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში იქნება.
რუმინეთშიც ისევ სითბური ტალღაა და ძალიან ცხელა. განგაშის ნარინჯისფერი და ყვითელი დონე ხუთშაბათამდე იმოქმედებს, თუმცა მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. ძლიერ სიცხესთან გამკლავება განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთსა და სამხრეთში მცხოვრებ მოსახლეობას უჭირს.
ძლიერი სიცხე და გვალვა მოსავალზე უარყოფითად მოქმედებს. ფერმერების თქმით, ბიელინის გარშემო მოსავლის დაახლოებით 40-იდან 60 პროცენტამდე განადგურდა. წელს ქვეყანას სითბური ტალღა მესამედ დაატყდა თავს. ასეთი ამინდის დროს ფერმერები უძლურები არიან. მათ მხოლოდ ის დარჩენიათ, უყურონ, როგორ ნადგურდება მათი მოსავალი.
წყარო: euronewsgeorgia