,,ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ეკონომიკურ სარგებელს არჩევს პოლიტიკურ სარგებელს, რაც ამორალურია’’ – გია არაბიძე

უკრაინაში ს მიერ ომის დაწყების შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ მრავალი სანქცია დაწესდა. მიზანი ომის წარმოებისთვის საჭირო თანხებზე წვდომის შეზღუდვაა. სანქციების რამდენიმე პაკეტის ამოქმედების მიუხედავად, ომის დამწყებ ქვეყანასთან ევროპა ვაჭრობასა და დიდი ოდენობით თანხის მიწოდებას მაინც აგრძელებს. ამ ფაქტს არ მალავენ ევროპელი პოლიტიკოსები და წუხილსაც კი გამოთქვამენ. ,,ევროპა ჯერ კიდევ ხარჯავს მილიარდობით ევროს რუსულ ენერგიაზე, რაც არ არის გონივრული და ჭკვიანური. თუ გსურს, რომ რუსეთის ომის ხაზინა იყოს ცარიელი, რუსულ ენერგიაზე ფული არ უნდა დახარჯო.”- აღნიშნული განცხადება ს პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიჰალმა გააკეთა.
ევროპელი ლიდერები გამუდმებით საუბრობენ, რომ მათ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება უნდა შეამცირონ. მეტიც, ევროკავშირი 2027 წლიდან გეგმავს, რომ რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულება გაანულოს. განცხადებებისა და გაჟღერებული პოზიციების მიუხედავად ბოლო საკვირველია, რადგან რამდენიმე ქვეყანამ რუსეთთან ვაჭრობა კია არ შეამცირა, არამედ გაზარდა.
რამ განაპირობებს ევროკავშირის რუსულ ენერგიებზე დამოკიდებულება? ეს კითხვა ,,კომერსანტმა” ენერგეტიკოსს გია არაბიძეს დაუსვა. ექსპერტი გვპაუხობს, რომ არსებული ვითარების ორი ახსნა არსებობს. ერთი პოლიტიკურია, ხოლო მეორე ეკონომიკური. ენერგეტიკოსი განმარტავს, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსეთთან დაკავშირებით ერთგვაროვანი პოზიცია არ აქვთ. გარდა ამისა, მათ რუსული ენერგიის შესყიდვა დაბალი ფასის გამო აწყობთ.
,,ევროპის ქვეყნებს ერთსულოვნება და რუსეთის მიმართ ერთიანი მიდგომა არ აქვთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს არის, რომ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება ნარჩუნდება. ზოგმა ქვეყანამ არა თუ შეამცირა მოხმარება, არამედ გაზარდა რუსეთის ენერგია შემცველების ყიდვა. განსაკუთრებით ეს ეხება თხევად გაზს. მეორე, ევროკავშირმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან მთლიანად გათავისუფლდება რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებისაგან. ჯერ არ მოსულა 27 წელი, ამიტომ რიგ ქვეყნებს აქვთ დრო, რომ მთლიანად ჩაეხსნან. ამ ეტაპზე მათ თავიანთი ეკონომიკისთვის აწყობთ რუსული ენერგიის შემცველები და ამიტომ უხდიან თანხებს რუსეთს. ენერგია შემცველები გაცილებით უფრო იაფია რუსეთიდან, ვიდრე სხვა წყაროებიდან, რითაც სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნები და რუსეთთან აქვთ ვაჭრობა. არაერთგვარი შეხედულებების გამო მათ მიაჩნიათ, რომ სამარცხვინო არ არის რუსეთთან ვაჭრობა, ვინაიდან კანონმდებლობა ჯერ არ უშლით ხელს, რომ ენერგია შემცველები შეიძინონ რუსეთისგან.”- აცხადებს გია არაბიძე.
პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირი რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებისგან ახლაც გათავისუფლდებოდა. ამისთვის ნიადაგი უკვე მომზადებულია და არსებობს რამდენიმე ალტერნატივაც. გია არაბიძე აცხადებს, რომ ევროპამ რუსეთზე დამოკიდებულება 15-20%-ით უკვე შეამცირა.
,,სერიოზულად არის შემცირებული, თუმცა დარჩენილი რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ რუსეთმა ომი აწარმოოს. როგორც 2027 წლიდან არის გადაწყვეტილი, რომ ჩაეხსნან ახლაც შეიძლება ჩახსნა. ბუნებრივი გაზის მოხმარება მინიმუმზეა დაყვანილი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კურსკის ტერიტორიაზე უკრაინის ჯარი შევიდა. წლის ბოლოს ს უმთავრდება ხელშეკრულება რუსეთთან და ის აღარ იქნება ვალდებული, რომ რუსული გაზი ევროპის მიმართულებით გაატაროს. უკრაინა ალბათ არ გააგრძელებს ამ ხელშეკრულებას და გაზის რაოდენობა, რომელიც უკრაინის გავლით მიეწოდებოდა ევროპას აღარ გავა. ბუნებრივია, დაიტვირთება მეორე ნაკადი საქართველოს, რუსეთისა და თურქეთის გავლით და უნგრეთიდან და ბულგარეთიდან შესული გაზის რაოდენობა გაიზრდება. ალტერნატივები არსებობს. პირველი ალტერნატივა არის აზერბაიჯანის გაზის მოხმარების რაოდენობის გაზრდა. მეორე ალტერნატივა არის თხევადი გაზის ტერმინალების აშენება და შეტანა ამერიკიდან, კატარიდან და ა.შ. ამის შეცვლა შეუძლიათ მათ პრობლემის გარეშე. ასევე, შეუძლიათ ნავთობპროდუქტების შეცვლა. რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციები იძლევა იმის საშუალებას, რომ გაზის მიწოდება მოხდეს არა მილით არამედ გემით და ევროპაში შემოტანილი იყოს სხვა საშუალებებით. ევროპის ზოგიერთი ქვეყანა სარგებლობს ამ ვარიანტით.”- აცხადებს ენერგეტიკოსი.
ფაქტია, რუსეთთან ვაჭრობის შენარჩუნებას ეკონომიკურ ფაქტორთან ერთად, ძლიერი პოლიტიკური მდგენელიც აქვს. ევროპა ერთის მხრივ ცდილობს რუსეთის დასუსტებას და მისთვის ფინანსური რესურსების მიწოდების შეზღუდვას, თუმცა მეორე მხრივ აგრძელებს რუსეთის ბიუჯეტის შევსებას. გია არაბიძეს ვკითხეთ, როგორ შეაფასებდა ორმაგი სტანდარტის მიდგომას. ის გვპასუხობს, რომ ზოგი ევროპული ქვეყანა პოლიტიკურ სარგებელზე წინ ეკონომიკურ სარგებელს აყენებს, რაც ამორალურია.
,,მე ამორალურად მიმაჩნია ეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ევროპას შეუძლია შეწყვიტოს ყველა ენერგია შემცველის მიღება რუსეთიდან, რუსეთს მაინც აქვს თავისი გასაღების ბაზრები. როგორიც არის ჩინეთი, ინდოეთი, კორეა და სხვა. ის რაოდენობა ენერგია შემცველებისა, რომელიც დღეს რუსეთიდან ევროპაში მიდის ბუნებრივია რუსეთს არ დაუძმარდება ქვევრში. ამის გაყიდვას ის მაინც მოახერხებს. მაგრამ სიტუაცია, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს არჩევს იმ პოლიტიკურ სარგებელთან შედარებით, რაც იქნებოდა უკრაინაში ომის დასრულებით და იქიდან რუსეთის გამოსვლით, ეს მე მიმაჩნია ამორალურად.”- აცხადებს გია არაბიძე.