ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა – “ბაკურიანი 2025“ სტარტი აიღო

თბილისში, ყინულის ჰოკეისტთა შეჯიბრებით სტარტი აიღო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა. ჰოკეისტებს დიღომში მდებარე ახლად აშენებული თანამედროვე სტანდარტების ყინულის არენა მასპინძლობდა.
პირველი მატჩი ჩეხეთისა და ს გოგონათა ნაკრებ გუნდებს შორის გაიმართა. ასპარეზობა ჩეხების გამარჯვებით, ანგარიშით 4-0 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო კერძოდ, თბილისი, ბაკურიანი, 9-16 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს. შეჯიბრებები სპორტის 8 სახეობაში გაიმართება, საქართველოდან კი სპორტის 3 სახეობაში 8 სპორტსმენი იასპარეზებს.
შეჯიბრებებზე დასწრება თავისუფალია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის