ევროპის დღეს მოქალაქეები ევროპის მოედანზე აქციით აღნიშნავენ

თბილისში მოქალაქეები ევროპის დღეს ევროპის მოედანზე აქციით აღნიშნავენ – მოედნამდე ისინი თბილისის 5 სხვადასხვა ადგილიდან მარშით მივიდნენ. მარშისას დემონსტრანტები ითხოვდნენ მეტ სანქციებს “ქართული ოცნების” წევრებისთვის და თანამოქალაქეებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებდნენ. აქციის სლოგანია “ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია”.
ევროპის დღე აღინიშნა საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაშიც, სადაც ევროპელი დიპლომატები და ქართველი პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ ღონისძიებებში. ევროკავშირის ელჩმა შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ შესაძლოა საქართველომ დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. დღესვე, ცნობილი გახდა რომ ესტონეთმა, ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ახლო მომავალში იგივე ღონისძიებას გაატარებენ სავარაუდოდ სხვა ბალტიის ქვეყნები, ლიეტუვა და ლატვია, ასევე გერმანია.
ქართული ოცნების წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებიან. მათ 9 მაისი, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღე, კიკვიძის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან ერთად აღნიშნეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ