ევროპის დღეს მოქალაქეები აქციას “ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია” მართავენ

თბილისში, ევროპის მოედანზე, ამ წუთებში აქცია “ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია”. აქციის ლოკაციაც და ადგილიც 9 მაისს, ევროპის დღეს ეძღვნება.
17:00 საათზე მარშები 5 სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრა ევროპის მოედნის მიმართულებით. ეს ლოკაციებია: პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორია და რესპუბლიკის მოედანი.
მარშების მონაწილეები მოქალაქეებს შემოერთებისკენ მოუწოდებენ.
მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება – ხელახალი, სამართლიანი ს ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, თუმცა დღეს დემონსტრანტები ასევე ითხოვდნენ, რომ “ქართული ოცნებისთვის” დასავლეთმა მეტი სანქცია დააწესოს.
ევროპის დღის აღსანიშნავად ღონისძიება გამართეს საგამოფენო სივრცე ექსპო ჯორჯიაშიც, რასაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ც ესწრებოდა.