ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა ხორვატია 1:0 დაამარცხა

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ხორვატია 1:0 დაამარცხა.
მატჩი „მიხეილ მესხი არენაზე“ გაიმართა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მატჩის დებიუტშივე, მე-4 წუთზე შეძლო დაწინაურება, როდესაც ბურთი საკუთარ კარში ხორვატმა მცველმა სოლდომ გაიტანა.
საპასუხო შეხვედრა 19 ნოემბერს რიეკაში ჩატარდება.