ევროპის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა პირველად მიაღწია 2019 წლის იანვრის მაჩვენებლებს

ACI Europe-ის ცნობით, ევროპის აეროპორტებში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლამ 2024 წლის იანვარში პირველად მიაღწია პანდემიამდელ დონეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო მგზავრთა ნაკადმა „სრული აღდგენა“ აჩვენა 2019 წლის იანვართან შედარებით, თუმცა შიდა მგზავრთნაკადი 2019 წლის მაჩვენებელს 13%-ით ჩამორჩა.
ევროპის ეკონომიკური ზონის აეროპორტები (EEA), ისევე როგორც შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი, მგზავრების ზრდაში (+ 8% 2022 წლის იანვართან შედარებით) ლიდერობდნენ.
2019 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით, შიდა მგზავრთნაკადის მოცულობა მკვეთრად შემცირებულია გერმანიაში (-50,9%), შვედეთში (-41,6%) და ფინეთში (-31,5%), ასევე საფრანგეთში (-30,5%) და დიდ ბრიტანეთში (-21,5%).
შიდა სამგზავრო მიმოსვლამ პანდემიამდელ დონეს გადააჭარბა ესპანეთში (+12,9%), პორტუგალიაში (+7,3%), საბერძნეთში (+6,9%) და იტალიაში (+1,3%).
რეგიონის უმსხვილეს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლა (წლიურად 40 მილიონზე მეტი მგზავრით) იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,3%-ით გაიზარდა.
რეგიონის ყველაზე დატვირთული აეროპორტების ნუსხაში ლონდონის ჰითროუ ლიდერობს, სადაც სამგზავრო მიმოსვლა წლიურად 9,4%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2019 წლის იანვართან შედარებით 1,3%-იანი ზრდაა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველო გარემოსდაცვითი მმართველობისა და სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა“, – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე დმიტრი მარიასინი