ევროპულ არჩევნებს ქართული პოლიტიკისთვის ნამდვილად არაფერი შეუცვლია.
თავად ევროპული პოლიტიკისთვის შეცვალა. მაგრამ ამაში არაფერია ტრაგიკული. ევროპულ მეინსტრიმს გამოფხიზლება სჭირდება. ცოტა ულტრამემარჯვენეობა სამყაროს დასასრული არ არის, ისევე როგორც ულტრამემარცხენეობა. ევროპისათვის ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც ალბათ გეოპოლიტიკური პენსიაა რომელზეც 35 წლის წინ გავიდა და რომელიც მას ძალიან გაუტკბა. რუსულმა აგრესიიამ უკრაინაში ჯერჯერობით ევროპა პენსიიდან ბოლომდე ვერ გამოიყვანა. მართალია, ევროპის ხიბლი სწორედ იმაშიცაა რომ ის პენსიაზეა. ეს კი სხვა ყველაფერთან ერთად იმასაც ნიშნავს რომ შეიარაღების ნაცვლად ფულს ინფრასტრუქტურასა და სოციალურ პროექტებზე ხარჯავს. მაგრამ აშკარაა რომ აქ უკვე რაღაც ახალი ბალანსია საპოვნელი “კარაქსა და იარაღს” შორის.
მოკლედ, კარგად უნდა იყვნენ რომ სადმე წასასვლელი დაგვრჩეს.