ევროპელი პოლიტიკოსები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ

ევროპელი პოლიტიკოსები ს მიერ ში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ.
„ფინეთი უკრაინას იქამდე დაუჭერს მხარს, სანამ საჭირო იქნება. უკრაინა და უკრაინელები სამართლიან და მდგრად მშვიდობას იმსახურებენ, – ნათქვამია ფინეთის მთავრობის განცხადებაში.
ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ აღნიშნა, რომ ახლა უკრაინას სრული მხარდაჭერა სჭირდება.
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ მხარდაჭერის შესაძლებლობა და რესურსები გვაქვს. თავდაცვის წარმოება სწრაფად უნდა გავზარდოთ“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
„ჩვენი მხარდაჭერა არ შეირყევა. ნიდერლანდები ყოველ ნაბიჯზე თქვენს გვერდითაა“, – აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰანკე ბრუინს სლოტმა.
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა დაადასტურა, რომ ნიდერლანდები უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს.
„ეს პუტინი იყო, რომელმაც რუსეთის უკანონო აგრესიული ომი დაიწყო და ახლა სწორედ პუტინმა უნდა შეწყვიტოს იგი“, – ნათქვამია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ