ევროპელი პარლამენტარები ივანიშვილის სანქცირებას და საარჩევნო დარღვევების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ

30 ევროპელი პარლამენტარი ერთობლივ განცხადებაში მოითხოვს, რომ გამჭვირვალე გამოძიება ჩატარდეს ყველა ბრალდებასთან, განსაკუთრებით, “ამომრჩევლებზე ზეწოლასთან და ხმების ყიდვასთან” დაკავშირებით.
ევროპელი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სერიოზული ბრალდებების ფონზე, “მხოლოდ დამოუკიდებელ საერთაშორისო მოკვლევას” შეუძლია გამოძიება.
მათ ასევე მოითხოვეს, გასაჯაროვდეს ამომრჩევლების პროტოკოლი, რათა ყველა ამომრჩეველმა შეძლოს გადაამოწმოს, მართებულია თუ არა მათ მიერ ხმის მიცემის დრო და ადგილი.
გარდა ამისა, ევროპელი პარლამენტარები საქართველოს მთავრობისგან მოითხოვენ, გააუქმონ კანონები, “რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის სადამფუძნებლო ღირებულებებსა და პრინციპებს”.
განცხადების ავტორები ევროკავშირს და -ს მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს.
ევროპელი პარლამენტარების კიდევ ერთი მოთხოვნა საქართველოს სამთავრობო უწყებებისთვის ევროკავშირის დახმარების შეჩერებას უკავშირდება. ამის საპირწონედ, ისინი გამოდიან ინიციატივით, გაიზარდოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაფინანსება.
განცხადებაში საუბარია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზეც. ავტორები წერენ:
“მოვუწოდებთ ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს, გადასინჯოს საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის რეჟიმი, ზემოჩამოთვლილი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი სრული შეჩერების გარეშე”.
განცხადებას ხელს აწერენ ავსტრიელი, ბელგიელი, ჩეხი, ესტონელი, ფინელი, ფრანგი, ირლანდიელი, იტალიელი, ლატვიელი, ლიეტუველი, ლუქსემბურგელი, ნიდერლანდელი, მოლდოველი, პოლონელი, ესპანელი, შვედი და უკრაინელი პარლამენტარები.
ასევე ევროპარლამენტარები: რასა იუკნევიჩიანე, რაფაელ გლუკსმანი და რიჰარდს კოლსი.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტი და ოპოზიციონერი ლიდერებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია