ევროპელი მოსწავლეები ახალ საგანს, კლიმატს, შეისწავლიან

მომავალი წლიდან ევროპის სკოლებში შემოიღებენ ახალ საგანს „კლიმატის შესახებ განათლებას“,რომელიც ყველა კლასის სასწავლო გეგმაში შევა.
მოსწავლეები ყინულის დნობის ან სათბური ემისიების რისკებს შეისწავლიან. ისინი ასევე შეიძენენ გარემოსდაცვით ძირითად უნარ-ჩვევებს, რაც მათ ეკოლოგიურად სუფთა ინდუსტრიებში მუშაობის საშუალებას მისცემს.
მაგალითად, მოსწავლეები შეისწავლიან, თუ როგორ შეამცირონ ენერგიის მოხმარება მუნიციპალურ დონეზე ან როგორ გახადონ ტრანსპორტი და სოფლის მეურნეობა უფრო მდგრადი.
კლიმატის შესახებ განათლება ამჟამად ევროპაში გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად ითვლება და ამ სფეროს სპეციალისტები საჭიროა.
გარდა ამისა, კლიმატის ცვლილება უკვე უარყოფითად მოქმედებს საგანმანათლებლო პროცესზე: ტემპერატურის მატებამ და ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება შეამციროს აკადემიური მოსწრება და გავლენა მოახდინოს მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე.
LinkedIn-ის საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ არსებობს პროფესიონალების დეფიციტი, რომლებსაც აქვთ მინიმუმ ერთი „მწვანე“ უნარი. ასეთ თანამშრომლებზე მოთხოვნა ორჯერ აღემატება მიწოდებას.
დამსაქმებლებს კლიმატური წიგნიერების უნარების მქონე სპეციალისტები აკლიათ, მაგრამ ასეთი ცოდნის მქონე კურსდამთავრებულთა რაოდენობა ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას და ეს ხარვეზი კვლავ ფართოვდება.
გაეროს უახლესი შეფასებით, “მწვანე გადასვლას” შეუძლია 2030 წლისთვის მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.
ახალგაზრდები ამჟამად მუდმივად ეყრდნობიან ექსტრემალური ამინდის შესახებ ახალ ამბებს სხვადასხვა წყაროდან კლიმატური კრიზისის შესახებ განცხადებებს. ეს ყველაფერი სანდო არ არის, ამიტომ კლიმატის შესახებ წიგნიერებისა და კლიმატის ფუნქციონირების საბაზისო გაგების გარეშე, შეუძლებელი იქნება სიმართლისა და ტყუილის გარჩევა.
შეგახსენებთ, ვენის ოთხი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმაც დაიწყეს კლიმატზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამის შესწავლა. რეგულარული გაკვეთილების გარდა, პროგრამა ახლა მოიცავს ჭარბი მოხმარების, ენერგიის გამოყენებისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებზე კვლევებს.