ევროპელი ლიდერები უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს გამართავენ – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით იმართება.
ამასთან, BBC წერს, რომ სამიტს დაესწრება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც – ის, სავარაუდოდ, ორშაბათს პარიზში ჩატარდება.
„ბრიტანეთი იმუშავებს, რათა უზრუნველყოს, რომ ევროპა და აშშ იქნებიან ერთად. ჩვენ ვერ დავუშვებთ ვერანაირ დანაწევრებას ალიანსში და ჩვენს წინაშე არსებული საგარეო მტრებისგან ყურადღების გადატანას. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საკვანძო მომენტია – ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ მსოფლიოში არსებულ რეალობას და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს. მკაფიოა, რომ ევროპამ უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა შეითავსოს NATO-ში და იმუშაოს აშშ-სთან ერთად, რათა დაიცვას უკრაინის მომავალი და რუსეთისგან მომდინარე საფრთხე შეაკავოს”, – განაცხადა მან.
ამას წინ უძღოდა 12 თებერვალს დონალდ ტრამპის მიერ სატელეფონო საუბრები როგორც ვლადიმერ პუტინთან, ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მან თქვა, რომ პუტინთან შეთანხმდა „მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ” დაწყებაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე უკრაინის გარეშე მიღებულ შეთანხმებას არ მიიღებს.
წყარო: publika.ge
