ევროპელი ლიდერები სუმიზე თავდასხმას ეხმაურებიან

ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან უკრაინის ქალაქ სუმიში განხორციელებულ ავიადარტყმებს, რომლებსაც ბოლო მონაცემებით, 32 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ორი ბავშვი. დაშავებულია 80-ზე მეტი ადამიანი.
საფრანგეთის პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს:
„დღეს დილით ორი რუსული რაკეტა დაეცა უკრაინის ქალაქ სუმის გულში, რამაც იმსხვერპლა უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები. ყველამ იცის: ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო. დღეს კი ნათელია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება – ადამიანების სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევის აშკარა უგულებელყოფით.
სთვის ცეცხლის შეწყვეტის დასაწესებლად მკაცრი ზომებია საჭირო. საფრანგეთი, თავის პარტნიორებთან ერთად, დაუღალავად მუშაობს ამ მიზნის მისაღწევად. მსხვერპლებს, დაჭრილებს და მთელ ს, რომელიც წინააღმდეგობას აგრძელებს – ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პატივისცემა, ჩვენი ურყევი ერთგულება თქვენ“, – წერს .
ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ლიეტუვა კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას და პრეზიდენტ ს, სანამ სამართლიანი მშვიდობა არ იქნება მიღწეული:
“რუსეთის კიდევ ერთი საზიზღარი ომის დანაშაული – ამჯერად სუმის გულში. ეს არის სილის გაწვნა ყველასთვის, ვინც ეძებს და სურს მშვიდობა. ცივილიზებულმა სამყარომ ძალა უნდა გამოიყენოს ამ ბარბაროსების შესაჩერებლად, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას და ბავშვებს კლავენ“.
პლატფორმა X-ზე ეხმაურება სუმის ცენტრზე განხორციელებულ თავდასხმას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი და წერს:
„გულსაკლავი კადრები სუმიდან დღეს დილით, სადაც მოსახლეობა ბზობის კვირა დღეს შეიკრიბა, მაგრამ რუსული რაკეტები დახვდათ. რუსეთის მიერ თავდასხმების გაძლიერების საშინელი მაგალითი, მაშინ, როდესაც უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა“.
32-მდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ სუმიში დაღუპულთა რიცხვი, მათ შორისაა ორი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტი.
სუმის ცენტრზე ავიადარტყმა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 13 აპრილის დილას განახორციელეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მათ უკვე მიაწოდეს ომის დანაშაულის შესახებ ინფორმაცია პარტნიორებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს:
„მეორე თვეა, რუსეთი უარს აცხადებს მიიღოს -ის შეთავაზება ცეცხლის სრულად შეწყვეტის თაობაზე, რომელსაც უკრაინა უსიტყვოდ დათანხმდა 11 მარტს. ამის ნაცვლად, რუსეთი აძლიერებს ტერორს“, – აცხადებს ანდრეი სიბიგა.
ბიბისის უკრაინული სამსახურის ინფორმაციით, ავიადარტყმის ქვეშ მოხვდა სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონგრეს-ცენტრი, სადაც ხშირად იმართება ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის შეხვედრები: „აქ ტარდება საბავშვო წრეები, მასტერ-კლასები. რეალურად, ეს ადგილი არის ქალაქის საგანმანათლებლო ჰაბი“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე რუსეთის ძალებმა დარტყმა განახორციელეს მარტის ბოლოსაც, რა დროსაც დაიჭრა სულ მცირე 65 ადამიანი, მათგან 14 ბავშვი.
აპრილის დასაწყისში კი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს კრივოი როგზე. სარაკეტო იერიშს 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 9 ბავშვი.
ფორუმი