ევროპელი ლიდერები სანდუს ულოცავენ მოლდოვის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას

მოლდოვის მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. მან ხაზი გაუსვა იშვიათ ძალას, რომლითაც სანდუმ გადალახა არჩევნებთან დაკავშირებული სირთულეები.
ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მაია სანდუს უდასტურებს მოლდოვის და მისი ხალხის ევროპული მომავლისთვის თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნას.
სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევა მიულოცა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც. მისი განცხადებით დემოკრატიამ გაიმარჯვა ყველა ჩარევასა და მანევრზე. მაკრონი ადასტურებს, რომ საფრანგეთი გააგრძელებს მოლდოვის მხარდაჭერას მის ევროპულ გზაზე.
მოლდოვაში 3 ნოემბერს ჩატარდა საპრეზიდენტო ს მეორე ტური, რომლის წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ ხმების თითქმის 55%-ით დაამარცხა პროპრუსულად განწყობილი სოციალისტების კანდიდატი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო.
ისევე, როგორც 20 ოქტომბერს ჩატარებულ პირველ ტურამდე, რომელშიც სანდუმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა გასამარჯვებლად საჭირო 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მოლდოვის ხელისუფლებამ მეორე ტურის წინაც განაცხადა არჩევნებში დან ჩარევის მცდელობების შესახებ.