ევროპელი ლიდერები პარიზში დღეს უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ

პარიზში დღეს 20-მდე ევროპელი ლიდერი შეიკრიბება, რათა სიგნალი გაუგზავნოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ უკრაინის საკითხში ევროპა მტკიცეა.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მრჩეველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი მიზანია დაუპირისპირდნენ კრემლის ნარატივს, რომ “გარდაუვლად მოიგებს“ უკრაინის წინააღმდეგ ომს.
მისი განმარტებით, ემანუელ მაკრონმა თავისი ევროპელი კოლეგები ელისეის სასახლეში სამუშაო შეხვედრაზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსული აგრესიის ესკალაციის გამო მიიწვია.
„გვინდა გავუგზავნოთ ძალიან მკაფიო სიგნალი პუტინს, რომ ის არ გაიმარჯვებს უკრაინაში. ჩვენი მიზანია გავანადგუროთ ეს იდეა, რომელიც მას სურს, ჩვენ გვჯეროდეს, რომ ის როგორღაც გაიმარჯვებს“, – აღნიშნა მაკრონის მრჩეველმა.
კონფერენციას დაესწრებიან, გერმანიის კანცლერი , გაერთიანებული საეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი , ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ასევე სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები. შეერთებულ შტატებს წარადგენს -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენი, ხოლო კანადას თავდაცვის მინისტრი ბილ ბლერი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია