ევროპელი ლიდერები მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ჩვენს მოლდოველ მეგობრებსა და ძვირფას მაია სანდუს დამოუკიდებლოს დღეს ვულოცავ. დღეს ჩვენ მოლდოვის დემოკრატიას, მისი ხალხის გაუტეხელ სულსა და მათ თავისუფლების სიყვარულს აღვნიშნავთ. საერთო ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე თქვენს გვერდით ვართ“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, X-ზე.
მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასიც.
„თქვენ მსოფლიოს აჩვენებთ, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა: თავისუფლება აირჩიოთ თქვენი გზა და მომავალი. დღეს ევროპის გული ევროკავშირისკენ გზაზე თქვენთან ერთად სცემს“, – წერს კაია კალასი X-ზე.
ცნობისთვის, დღეს მოლდოვა დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავს აღნიშნავს.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დღეს მოლდოვას საფრანგეთის პრეზიდენტი, , გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი ეწვევიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ადამიანები, რომლებიც ტარიფებს ეწინააღმდეგებიან, სულელები არიან – აშშ-ში ყველას, მაღალი შემოსავლის მქონე პირების გარდა, მინიმუმ 2 000 დოლარის ოდენობის დივიდენდი გადაეცემა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ალექსანდრ ტუპიცკის, ასევე, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებს, მათ შორის, მის სპეციალურ წარმომადგენელს სანქციები დაუწესა