ევროპელი ლიდერები – მზად ვართ, პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან ევროპული მხარდაჭერით სამმხრივი სამიტის ჩატარების მიმართულებით ვითანამშრომლოთ

მზად ვართ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან ევროპული მხარდაჭერით სამმხრივი სამიტის ჩატარების მიმართულებით ვითანამშრომლოთ, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპელი ლიდერები ავრცელებენ.
„დღეს დილით, პრეზიდენტმა ტრამპმა, 15 აგვისტოს, ალასკაზე ს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ჩვენ და პრეზიდენტ ზელენსკის გვაცნობა. ლიდერები მიესალმნენ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, რათა შეაჩეროს მკვლელობები ში, დაასრულოს რუსეთის აგრესიული ომი და სამართლიან და მდგრად მშვიდობას მიაღწიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპელი ლიდერების განცხადებით, უკრაინას საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მყარი უსაფრთხოების გარანტიები უნდა ჰქონდეს.
„მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, რომ მზად არის უსაფრთხოების გარანტიები გასცეს. არანაირი შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა ან მესამე ქვეყნებთან მის თანამშრომლობაზე. უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე რუსეთს არ შეიძლება ვეტოს დადების უფლება ჰქონდეს“, – აცხადებენ ლიდერები.
განცხადების თანახმად, უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის შესახებ გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოს.
უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება. სანამ უკრაინაში მკვლელობები გრძელდება, ჩვენ რუსეთზე ზეწოლის გასაგრძელებლად მზად ვართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს ევროკომისიის პრეზიდენტი , საფრანგეთის პრეზიდენტი , იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიია კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა აწერენ.