ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა საქართველოს – ქვეყანა სტრატეგიული გადაწყვეტილების მოლოდინშია

საქართველოს ევროპარლამენტარების მხარდაჭერა აქვს.რეზოლუცია დამტკიცებულია, 468 დეპუტატი მომხრეა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. სთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები გაიხსნას.
გარკვეული რეფორმების განხორციელების შემდეგ, გაწევრიანებაზე დიალოგი დაიწყოს ბოსნია და ჰერცოგოვინასთან. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის გაფართოება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინვესტიცია და ძლიერი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია.
რეზოლუციის კენჭისყრამდე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. მსჯელობის დროს ევროპელმა კანონმდებლებმა თქვეს, რომ უკრაინაში ს შეჭრის შემდეგ ორგანიზაციის გაფართოება სტრატეგიული ნაბიჯი იქნება.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან ახლა ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას ელოდება. სტრასბურგშიც და ბრიუსელშიც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის გზავნილი ევროპის საქმეების მინისტრების შეხვედრიდან გაუგზავნა.
გადაწყვეტილებების მისაღებად, ბრიუსელში ხვალ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის პირველი პირები შეიკრიბებიან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ლიდერებს საჯარო წერილითაც მიმარტავს და მოუწოდებს ყველას, სამიტზე კომპრომისის სულისკვეთებით, კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობითა და ევროკავშირის ინტერესებისა და ღირებულებების გათვალისწინებით მივიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ მეორე მხრიდან შეჩერებულია საუბრები გაფართოებაზე, ნატოს წარმომადგენლები ნათლად აცხადებენ, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების განხილვას

2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, ოპოზიციის ვიზიტები მიმართულია საპირისპიროსკენ, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას

საქართველოს ძალიან მალე ეყოლება აშშ-ში ოფიციალურად დანიშნული ელჩი, თამარ ტალიაშვილი არის გამორჩეულად ღირსეული კანდიდატი ამ პოსტისთვის, გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა