ევროპელი დეპუტატები პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას მსვლელობით შეუერთდნენ

თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, სა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
ევროპელი პარლამენტარები კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გავლით, მსვლელობით გაემართნენ პარლამენტის შენობისკენ, სადაც დემონსტრანტებმა გზა უკვე გადაკეტეს და მართავენ აქციას, “ჩვენ ვირჩევთ ევროპას”.
“მინდა, ვნახო, რა ხდება. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის გამოხატვა, მოქალაქეობის გამოხატულება. საფრანგეთში მე ყოველთვის ვინტერესდებოდი მანიფესტაციებით, მსურს, გავიგო, რას ფიქრობს ხალხი, როდესაც ქუჩაში გამოხატავს პროტესტს. ქუჩაში შენ ვერ მართავ ქვეყანას, მაგრამ შეგიძლია რაღაც გამოხატო იქ, ეს მოქალაქეობის ერთგვარი ხელსაწყოა. რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს არაძალადობრივი, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანია”, – უთხრა რადიო თავისუფლებას აქციისკენ მიმავალმა საფრანგეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარემ, ფრედერიკ პეტიმ.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპელ პარლამენტარებს არ შეხვდნენ. გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე უარი თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების“ უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს. მისი თქმით, ისინი საქართველოს მეგობრები არიან და არა მეტრები.
„ჩვენ არ ვართ აქ, როგორც მტრები, არ ვართ იმიტომ, რომ ხელი შევუწყოთ რეჟიმის ცვლილებას. ვიცი, ხანდახან რთულია, როცა მეგობარი გაწუხებთ, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ“, – აღნიშნა მიხაელ როთმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი: ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც …

ჯო უილსონი – ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა