„ევროპელი დემოკრატები“ – ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ბაჩუკი ქარდავას გარდაცვალების გამო, თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს და ახლობლებს

ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ეროვნულ -დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას გარდაცვალების გამო, თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს, – ნათქვამია პარტია „ევროპელი დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ბაჩუკი ქარდავასთან მაკავშირებდა მრავალწლიანი ურთიერთობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანას დააკლდება პატრიოტი ადამიანი, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ღირსეულად ემსახურებოდა ქართულ სახელმწიფოს და ეროვნულ ფასეულობებს“, – აცხადებს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა