ევროპელი ბიუროკრატების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ დაყენებული ყველა პირობა, პრაქტიკულად, დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან

ევროპელი ბიუროკრატების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ დაყენებული ყველა პირობა, პრაქტიკულად, დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან
ჩვენ ყველა ნაბიჯისთვის მზად ვართ, გარდა იმ ნაბიჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება იმისთვის, რომ არ დადგეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, ომში ჩართვის ან ხელისუფლების ცვლილების საკითხები. პრემიერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის „მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბუნებრივია ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობით“.
„რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებსაც აყენებს ევროპული ბიუროკრატია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ყველა ეს პირობა პრაქტიკულად დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან. რასთან დაკავშირებითაც პირველ რიგში საზოგადოებამ უნდა გააკეთოს შესაბამისი შეფასება, რაში სჭირდება ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევა. ხედავთ, რომ პირდაპირ ხდება ევროპული ბიუროკრატიისგან იმ პროცესების მხარდაჭერა, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყანაში სიძულვილის, რადიკალური პროცესების გაღვივებასთან, ამას ბუნებრივია საზოგადოება აკვირდება და აფასებს, მთავარია, რომ საზოგადოებამ არ დაკარგოს სიფხიზლე, სიფრთხილე და თითოეულ იმ ქმედებას, რომელსაც იხილავს უნდა დააკვირდეს მაქსიმალური ყურადღებით. ეს არის მთავარი. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბუნებრივია ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობით“,-განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს