ევროპელთა 90%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ მათმა ქვეყნებმა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირება უნდა მოახდინონ

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ახალი კვლევის თანახმად, ევროპელთა დიდი უმრავლესობისთვის კლიმატის ცვლილება არის პრობლემა, რომელიც ქვეყნების მიერ ეროვნულ დონეზე გადასაწყვეტი პრობლემების ჩამონათვალში, მნიშვნელობით მხოლოდ ცხოვრების ღირებულებას ჩამორჩება.
„ევროპულსი“ წერს, რომ ევროკავშირის მოქალაქეების თითქმის სამმა მეოთხედმა (72%) იცის, რომ მათ მოუწევთ ცხოვრების წესის შეცვლა კლიმატის ცვლილების გამო და 90%-ზე მეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ადაპტირება მათმა ქვეყანამაც მოახდინოს.
ევროპელების 94%-ს მიაჩნია, რომ მათი ქვეყნები უნდა შეიცვალოს გლობალური დათბობის გამო, ხოლო ევროპელების 50%-ს მიაჩნია, რომ ეს პრიორიტეტი უნდა იყოს.
ევროპა არის კონტინენტი რომელიც ყველაზე სწრაფად თბება და უკვე არაერთი წელია განიცდის „ასწლეულში ერთხელ“ კლიმატურ მოვლენებს – მომაკვდინებელი ტყის ხანძრებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში ბოლოდროინდელ კატასტროფულ წყალდიდობამდე.
EIB-ის თანახმად, ადაპტაცია მოიცავს, მაგალითად, ინფრასტრუქტურის დაცვას და მსოფლიოში წყლისა და საკვების მიწოდების სტაბილიზაციას.