ევროპელთა უმრავლესობა მხარს უჭერს სკოლებში სმარტფონების აკრძალვას და ბავშვებისთვის ინტერნეტ უსაფრთხოების სწავლებას – კვლევა

ევრობარომეტრის ახალი კვლევის თანახმად, რომელშიც ევროკავშირის 27 ქვეყნიდან თითქმის 26 000 ადამიანი მონაწილეობდა, ევროპელების ორი მესამედი (69%) მიიჩნევს, რომ სმარტფონები სკოლებში უნდა აიკრძალოს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ევროპელების 78% თვლის, რომ ციფრულ უნარებს სკოლაში ისეთივე ყურადღება უნდა მიექცეს, როგორც კითხვას, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.
10-დან 9 რესპონდენტი მხარს უჭერს ციფრული უნარების სკოლის სასწავლო გეგმაში ჩართვას ყველა კლასისთვის. მათი აბსოლუტური უმრავლესობა (92%) თანხმდება, რომ სწორედ სკოლებმა უნდა ასწავლონ ბავშვებს, თუ როგორ გაუმკლავდნენ ციფრული ტექნოლოგიების უარყოფით შედეგებს. საუბარია ინტერნეტდამოკიდებულებაზე, ინტერნეტში დეზინფორმაციის უზარმაზარ რაოდენობაზე, სიმართლისა და ტყუილის გარჩევის უუნარობასა და ს () სწორად გამოყენების უნარების ნაკლებობაზე.
ევროპელების 87% მიიჩნევს, რომ ს გამოყენება სკოლის სასწავლო გეგმაში აუცილებელია, თუმცა მხოლოდ იმ პროგრამების, რომლებიც სპეციალურად საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვისაა შემუშავებული.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }