ევროპელების დაახლოებით 75% თვლის, რომ გენდერული თანასწორობა სასარგებლო იქნებოდა არა მხოლოდ ქალების, არამედ მამაკაცებისთვისაც. Eurobarometer–ის მიერ გამოკითხულთა მესამედი ამაში მტკიცედ არის დარწმუნებული, კიდევ 41% მიდრეკილია იზიარებდეს ამ აზრს. მხოლოდ 6%-ს არ მოსწონს ეს იდეა კატეგორიულად – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
შვედები (96%), ფინელები (91%) და ჰოლანდიელები (89%) ყველაზე მეტად დარწმუნებულნი არიან გენდერული თანასწორობის სარგებლობაში მამაკაცებისთვის. ეს თვალსაზრისი ყველაზე ნაკლებად პოპულარულია ესტონეთში (მხოლოდ 61% ეთანხმება), ავსტრიაში (65%) და რუმინეთში (66%).
