ევროპელები შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ჩავიდნენ, ტრამპის ე.წ “სამშვიდობო გეგმის” კონტრშეთავაზებებით, რომლის თანახმადაც:
უკრაინული არმია არ გადის დონბასიდან.
უკრაინის არმია გაძლიერდება შეუზღუდავად და არ დაეკისრება არანაირი დაბრკოლებები განვითარებაში.
უკრაინა იბრუნებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მთელ პერიმეტრს (სავარაუდოდ ოკუპირებული ენერგოდარიც უნდა მოიაზრებოდეს) და იმ ტერიტორიას, სადაც ოდესღაც კახოვკის დამბა იყო.
უკრაინა იბრუნებს კინბურნის ცელას (ხერსონის ოლქის უკიდურესი დასავლეთ სანაპირო) და კონტროლქვეშ იღებს გადასასვლელებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.
სხვა ტერიტორიული საკითხები განიხილება ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ.