ევროპელები არასდროს მიატოვებენ უკრაინას, არასდროს! – ემანუელ მაკრონი ბრიტანეთის პარლამენტში

ევროპელები არასდროს მიატოვებენ ს, არასდროს! – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც ესწრებოდა.
მან ბრიტანეთის მხარდაჭერის როლზე და ევროპისთვის ს საფრთხეზე ისაუბრა.
“მინდა, თქვენი ქვეყანა შევაქო. პირველივე დღიდან, და პირველ დღემდეც კი, თქვენ უკრაინის უახლოესი მოკავშირე იყავით. [უკრაინულ] ჯარს წვრთნიდით, პირველ დღეს იყავით აქ პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი მთავრობის დასაცავად, და საშუალება მიეცით [უკრაინულ] ძალებს უბრალოდ წინააღმდეგობა გაეწიათ. ასევე, როგორც დეკადების წინ ჩემს ქვეყანასთან მიმართებით მოიქეცით.
და ბოლო წლების განმავლობაში ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა გვერდში დავუდგეთ უკრაინელ ხალხს, რათა უბრალოდ წინააღმდეგობის გაწევაში დავეხმაროთ. მართლები ვიყავით და მართლები ვართ.
და ყოველ ჯერზე, როდესაც ვლადიმირ პუტინის რუსეთი წინ მიიწევს უკრაინაში – საფრთხე ჩვენ ყველას გვიახლოვდება. არასდროს არ მივიღებთ თეორიებს, რომ “სიმართლე ძალაშია”. და მინდა ცხადად ვთქვა – სწორედ ამიტომ თქვენთან ერთად, ბატონო პრემიერ-მინისტრო, გადავწყვიტეთ “მსურველთა კოალიციის” შექმნა. და ეს კოალიცია სიგნალისთვის იყო, რომ ევროპელები არასდროს მიატოვებენ უკრაინას. არასდროს!”, – განაცხადა მაკრონმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი