ევროპელებთან საუბრისას ვამბობთ, რომ გვაქვს ფაქტები, როგორ ახალისებთ ექსტრემიზმს, ამას გიმტკიცებთ ვიდეოებით, თქვენი დაფინანსების პრაქტიკით, იქიდან მოდის ზოგადი ფრაზები, ტყუილებიც, რაც საბჭოური მიდგომაა

ევროპელებთან საუბრისას ვამბობთ, რომ გვაქვს ფაქტები, როგორ ახალისებთ ექსტრემიზმს, ამას გიმტკიცებთ ვიდეოებით, თქვენი დაფინანსების პრაქტიკით, იქიდან მოდის ზოგადი ფრაზები, ტყუილებიც, რაც საბჭოური მიდგომაა
ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ევროპელებთან, ვამბობთ რას, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები, მოდით ამას დაუპირისპირეთ ფაქტები, ტყუილები და ზოგადი განცხადებები კი არა, ფაქტს დაუპირისპირეთ ფაქტი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ვიდეო უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები პირდაპირ მაიდანზე მითითებებს აკეთებენ.
„პირდაპირ სცენაზე იყვნენ ასული, მოწოდებებს, მაიდანზე მითითებებს აკეთებდნენ. ეს არის ფაქტები. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ევროპელებთან, ვამბობთ, რომ გვაქვს ფაქტები, მოდით ამას დაუპირისპირეთ ფაქტები, ტყუილები და ზოგადი განცხადებები კი არა, ფაქტს დაუპირისპირეთ ფაქტი.
როდესაც ჩვენ გეუბნებით, რომ თქვენ ახალისებთ ექსტრემიზმს, ამას გიმტკიცებთ ფაქტებით, ვიდეოებით, თქვენი დაფინანსების პრაქტიკით. პირდაპირ ფაქტები გვაქვს, როგორ აფინანსებენ ეს ადამიანები ექსტრემიზმს ჩვენს ქვეყანაში. ფაქტებით ველაპარაკებით და იქიდან მოდის ზოგადი ფრაზები, უფრო ხშირად მოდის ტყუილებიც. ეს სამწუხაროა. ფაქტს, მოდით, დაუპირისპირეთ ფაქტი. ეს ხომ იქნება ევროპული მიდგომა, მაგრამ ევროპული მიდგომის მაგივრად გვპასუხობენ საბჭოური მიდგომით. საბჭოური მიდგომა არის ტყუილი, ზოგადი საუბრები. ეს არის ძალიან სამწუხარო და დასანანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Previous: 2030 წელს საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ეს აუცილებლად მოხდება, იმედი გვაქვს, რომ გაჯანსაღდება მიდგომები ევროკავშირში

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს და წინ უსწრებს მრავალ წამყვან ქვეყანას, ის მსოფლიოში 36-ე, ევროპაში კი მე-20 ადგილზეა

IRI სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში. მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში

დეზინფორმაციას ე.წ. მიტაცებულ ქართულ მართლმსაჯულებაზე ევროკავშირი უარყოფს, ინსინუაციები რომ გამოირიცხოს – ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიშში, საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა ევროპის ტოპ ოცეულშია, მსოფლიო რეიტინგში – 36-ე ადგილზეა