“ევროპა ცდილობს უკრაინისთვის დროის მოგებას მას შემდეგ, რაც აშშ-მა მკაცრი ვადა დაუწესა კიევს კაპიტულანტური სამშვიდობო გეგმის მისაღებად”, – ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთის, გერმანიის და მთელი ევროკავშირის ლიდერები სასწრაფო კოორდინირებას ახდენენ ტრამპის სამშვიდობო გეგმის პუნქტების დიდი ნაწილის გადასაწერად, ვაშინგტონისთვის ღიად დაუპირისპირებლად.
მერცი სასწრაფოდ დაუკავშირდა ტრამპს და მოლაპარაკებების გაგრძელება მოითხოვა, ხოლო ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ G-20-ის ფარგლებში შეხვედრას, რათა შეიმუშაონ ერთიანი გეგმა და პასუხი.




