ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ამზადებს ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრ სანქციებს – ჟან-ნოელ ბარო

ევროპა საფრანგეთის წინადადებების საფუძველზე და ამერიკელი სენატორების ძალისხმევასთან კოორდინაციით რუსეთის წინააღმდეგ ამზადებს ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრ სანქციებს. ამის შესახებ, როგორც ტელეკომპანია TF1 იუწყება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
მინისტრის თანახმად, ამ სანქციების მიზანია პირდაპირი შეწყვეტა იმ რესურსების, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ პუტინს აძლევენ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების შესაძლებლობას. მათ შორის ბარომ ახსენა შემოსავალი, რომელსაც ნავთობის ექსპორტით იღებს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ, რაც -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის ინიციატივა გამოთქვა, უკრაინაზე რუსეთის დარტყმებმა ხუთჯერ იმატა.
ჟან-ნოელ ბაროს თქმით, ასე გაგრძელება შეუძლებელია და ეს უნდა შეწყდეს.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დღეს, 8 ივლისს კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ გრუშკომ. მან მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ სანქციების საკითხში ევროკავშირის „ფანტაზია“ უსაზღვროა, თუმცა რუსეთს უკვე დაუგროვდა სანქციებით ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკმარისი გამოცდილება.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 17 პაკეტი მიიღო.
მე-18 პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს, მათ შორის ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის 60-დან 45 დოლარამდე შემცირებას, ევროკავშირს 2025 წლის ივნისის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო გადაიდო.
ივლისში -ის სენატი აპირებს მიიღოს რუსეთის საწინააღმდეგო ახალი სანქციების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შეერთებულ შტატებთან ვაჭრობისთვის 500%-იან ტარიფს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ ნავთობს, გაზს, ურანს და სხვა რესურსებს.
ივნისის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებას ჯერჯერობით არ ემხრობა, რადგან უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობის შენარჩუნება სურთ.
ივლისის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა არ გამორიცხა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო სიმონია: ეს ბიჭი რუსთაველზე მხვდება ხოლმე… 2024 წლის 28 ნოემბერს ნიღბიანებმა კასტეტებით ისე ცემეს, თვალის ბუდე გაუტეხეს. ნაცემი დააპატიმრეს და სასწრაფო მხოლოდ გონების დაკარგვის მერე გამოუძახეს