ევროპა ლიგის პლეი-ოფის რაუნდში “რიგასმა” “აპოელი” პენალტების სერიაში დაამარცხა

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში „აპოელმა“ სახლში „რიგასთან“ (რიგის საფეხბურთო სკოლა) თამაშის შემოტრიალება შეძლო და 2:1 მოუგო, მაგრამ საბოლოოდ მარცხი განიცადა.
კვიპროსულ გუნდს პირველი შეხვედრა 1:2 ჰქონდა წაგებული, სახლში 75-ე წუთამდე 0:1 აგებდა, თუმცა ორი გოლის გატანა და თამაშის ექსტრა ტაიმებში გადაყვანა შეძლო, რომელშიც ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი ლატვიურმა კლუბმა 4:2 იმარჯვა. თერთმეტმეტრიანი მასპინძელთა გუნდის მცველმა ლაშა დვალმა ვერ გაიტანა.
დვალმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმართა რიგებში ლაშა ოდიშარიამ 110-ე წუთამდე იასპარეზა, ხოლო ლუკა სილაგაძემ 110-ე წუთის შემდეგ.
„რიგასი“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, „აპოელი“ კი კონფერენს ლიგაზე.
აპოელი – რიგასი 2:1 (პენ 2:4)
გოლები: 0:1 იკაუნიეკსი (40), 1:1 სუშიჩი (75), 2:1 დონისი (90+4)

ასევე დაგაინტერესებთ