ევროპა ლიგა. III ტური: აქტიური ოდიშარია – “რიგასი” “აინტრახტთან” 0:1 დამარცხდა

ევროპა ლიგის მესამე ტურში შვიდი მატჩი ჩატარდა.
„რიგასი“ გასვლაზე „აინტრახტთან“ 0:1 დამარცხდა. სტუმართა გუნდში ლაშა ოდიშარიამ 83-ე წუთამდე ითმაშა და ძალიან აქტიური გახლდათ, ლუკა სილაგაძე კი სათადარიგო იყო. ლატვიურ კლუბს 1 ქულა აქვს და ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს სახლში „ანდერლეხტთან“ გამართავს.
აინტრახტი – რიგასი 1:0
გოლი: ლარსონი (79)
სხვა მატჩების შედეგები:
მიდტიულანდი – უნიონი 1:0
ფერენცვაროში – ნიცა 1:0
მაკაბი – სოსიედადი 1:2
პაოკი – პლზენი 2:2
ყარაბაღი – აიაქსი 0:3
რომა – დინამო (კ)
1:0