ევროპა ლიგა. II ტური: ოდიშარიას ჩინებული გოლი გალათასარაისთან” – “რიგასმა” ისტორიულ ფრეს მიაღწია [VIDEO]

ევროპა ლიგის მეორე ტურში 9 მატჩი გაიმართა.
„რიგასმა“ საკუთარ მოედანზე, წვიმიან და ცივ ამინდში „გალათასარაისთან“ ისტორიულ ფრეს მიაღწია – 2:2. თავიდან სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ. შემდეგ ლაშა ოდიშარიას აქტიური მოქმედების შედეგად იანის იკანუიეკსმა ანგარიში შამცირა, მეორე ტაიმში კი თავად ქართველმა გაიტანა ლამაზი გოლი.
ოდიშარია ძალიან აქტიური იყო, დაცვასაც ეხმარებოდა და 90+4-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში whoscored-მა და flashscore-მ 7.5 ქულით შეფასეს, ხოლო sofascore-მ 7.4-ით.
მასპინძელთა გუნდში ლუკა სილაგაძე სათადარიგო იყო, სტუმართა რიგებში კი არ გახლდათ ტრავმირებული ვიქტორ ოსიმენი. ლატვიურ კლუბს 1
ქულა აქვს და ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს ფრანკფურტში „აინტრახტთან“ ჩაატარებს.
რიგასი – გალათასარაი 2:2
გოლები: 0:1 მერტენსი (12), 0:2 აკგიუნი (38), 1:2 იკანუიეკსი (40), 2:2 ოდიშარია (54)
სხვა მატჩების შედეგები
ფერენცვაროში – ტოტენჰემი 1:2
ლაციო -ნიცა 4:1
მაკაბი – მიდტიულანდი 0:2
ოლიმპიაკოსი – ბრაგა 3:0
ყარაბაღი – მალმიო 1:2
სოსიედადი – ანდერლეხტი 1:2
სლავია – აიაქსი 1:1
ჰოფენჰაიმი – დინამო (კ) 2:0